საქართველოში, ვინც კი იზიარებს მოსაზრებას, რომ ქვეყნის გამთლიანება უპირველესია ჩვენი სამშობლოს აწმყოსა და მომავლისთვის, აი, სწორედ ასეთი პიროვნებების გაერთიანებაა აუცილებელი, ჯერ ერთ საზოგადოებრივ და შემდგომ პოლიტიკურ მოძრაობაში! არსებობს რეალური საფრთხე, რომ ამ თვალსაზრისით დაგვიანდეს ყველაფერი, რადგან ყირიმის ანექსიის პრეცენდენტის შემდეგ, რუსეთმა შესაძლოა იგივე მოიმოქმედოს ჩვენი ორი ისტორიული მხარის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ. დღეს, მსოფლიოში პოლიტიკური მოვლენები ისე ვითარდება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება აშშ-ის და რუსეთის „კეთილი ნების“ თანხვედრა! აქედან გამომდინარე, გამოირიცხება საქართველოს გაწევრიანება, როგორც ნატოში ისე ევრაზიულ კავშირში!.. ამიტომ, მთავარია საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მზად იყოს, თორემ არის საშიშროება, რომ ჩვენივე, ქართველმა ბედოვლათმა ურაპატრიოტებმა თუ ბრიყვმა კოლაბორაციონისტებმა (როგორც არაერთხელ მომხდარა!) საბოლოოდ „გააფუჭონ საქმე", ანუ, ან ტერიტორიების 20% დავკარგოთ, ანაც სახელმწიფო სუვერენიტეტი!!!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.