„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა მას ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერი მოასმენინა და აუდიო ჩანაწერების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონი დოლარი მოსთხოვა.
ამის შესახებ გვარამიამ „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" მას შემდეგ ისაუბრა, რაც საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს, რომლის ვინაობაც თავად არ დაასახელა, ივანიშვილის ფარულ აუდიო ჩანაწერს სთავაზობდა.
„როდესაც ლაშა ნაცვლიშვილი იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო, მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული უკანონო ფარული ჩანაწერებით, ე.წ. ზეტმასალებით, რომელიც უკანონო მოსმენებია, უკანონო მოსმენის შედეგად არის მოპოვებული და ინახება გასაიდუმლოებულად. მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში - ასე მითხრა ყოველ შემთხვევაში, რომ ეს მასალები ინახება მის მეგობართან ერევანში - დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც. ერთ-ერთი მათგანი მე მან მომასმენინა. მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები მართლა აქვს. ის [ბიძინა ივანიშვილი] ესაუბრებოდა ვიღაც თავის თანამშრომელს. მე არ ვიცი ახლა შინაარსიც არ მახსოვს და არც მაინტერესებდა და მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი დოლარი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, მან ნაცვლიშვილს უთხრა, რომ „ჩვენს მედიას არ აქვს საშუალება, რომ ამაზე ისაუბროს". ნიკა გვარამიას განცხადებით, ამის შემდეგ ნაცვლიშვილი მისივე თხოვნით, უკრაინაში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან, მათ შორის, დავით საყვარელიძესთან დააკავშირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.