თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
08-02-2017, 00:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

დედაქალაქის მერიის ცნობით, სადგურის კაპიტალური რეაბილიტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის ინიციატივით, მეტროსადგურების განახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

 


პროექტის მიხედვით, ინტენსიური სარემონტო სამუშაოები „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ სადგურებში უკვე მიმდინარეობს, ასევე დაწყებულია მეტროსადგურ „ავლაბრის“ გამაგრებითი სამუშაოები.

 


მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდება მეტროსადგურების ყველა ბაქანის და შესასვლელის ინტერიერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ გვირაბებს, გრანიტითა და მარმარილოთი მოპირკეთდება იატაკი. სადგურებში კი ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები დამონტაჟდება.

 


„სამუშაოები ითვალისწინებს, როგორც მეტროსადგურების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ვიზუალური მხარის მოწესრიგებას და უსაფრთხოების სისტემების გამართვას, რათა სადგურები მაქსიმალურად კომფორტული იყოს და მოქალაქეებს უკეთესად მოემსახუროს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 


თბილისის მერმა „მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „გურამიშვილის“ სადგურამდე მონაკვეთიც დაათვალიერა. ღონისძიებას დავით ნარმანიასთან ერთად, მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე ესწრებოდნენ.

 


სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანია ახორციელებს. კერძოდ „ახმეტელის თეატრის“ სადგურის განახლებაზე კომპანია „დამბა“ მუშაობს, „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოებს - შპს „ყვარელრემმშენი“, ხოლო მეტროსადგურ “ავლაბრის” გამაგრებით სამუშაოებს კომპანია „აბსოლუტპლიუსი“ ახორციელებს. თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, 2017 წელს კიდევ ოთხი სადგური განახლდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი