საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, - ამის შესახებ აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც პარიზში მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტისას გაიმართა.
ჟან მარკ ერომ ქართველ კოლეგას მიულოცა ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ საქართველოსთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ახლო მომავალში დასრულდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთს და პირადად ჟან მარკ ეროს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები და გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ასეთივე წარმატებული თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის სფეროში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას ტურიზმის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამთავრობო პრიორიტეტებზე და ამ კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა ფრანგული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელობა და ის, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი რეგიონალურ პლატფორმად იქცეს ევროპული და მათ შორის ფრანგული ბიზნესისთვის.
უწყების ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მან დაგმო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ანექსიის ნებისმიერი მცდელობა და აღნიშნა, რომ საფრანგეთისთვის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები მიუღებელია.
მინისტრებმა დადებითად შეაფასეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობა, ფრანგულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში.
მინისტრები ასევე შეეხნენ სამმხრივი რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს, ამ კუთხით დადებითად შეფასდა გასული წლის ბოლოს საქართველოში გამართული გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი ამბასადორიალი, მინისტრებმა გამოხატეს დაინტერესება ხელი შეუწონ სამმხრივ ფორმატებში სხვადასხვა პლატფორმების განვითარებას.
აღინიშნა ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში საქართველოს სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს საფრანგეთში ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას. მხარეები შეთანხმდნენ იმუშაონ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღნიშვნის მიმართულებით, მიხეილ ჯანელიძემ ჟან მარკ ერო საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის საქართველოში მოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.