საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" დავით საყვარელიძისა და ნიკა გვარამიას მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ნაცვლიშვილი წერს, „ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი. ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately"...
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი პოლიტიკური არსენალიდან მხოლოდ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩა, რაც მისივე შეფასებით, „არამხოლოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია".
„მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის" საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდინის გამო, აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს.
და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, - მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ.
რამდენიმე შეტყობინება მივიღე - მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო, - ეს არა მხოლოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია...", - წერს ნაცვლიშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებით, ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს სთავაზობდა.
მისი თქმით, შეხვედრა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში 2013 წლის ბოლოს მას შემდეგ მოხდა, რაც ნაცვლიშვილი სამსახურიდან უკვე გაშვებული და განაწყენებული იყო.
”ნარკომანმა და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც არ ფხიზლდებოდა უშიშროების მინისტრის მოადგილეობის პერიოდში და საკუთარ ოთახში იკეთებდა წამალს, ერთი წელიც კი ვერ გასტანა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში მთავარი პროკურორის მოადგილედ. ასევე, კორუფციაზე და მექრთამეობაზე გააგდეს იქიდან. არ ვაპირებდი ამ ნაძირალაზე საუბარს, მაგის ვენებს და ტვინს აღარაფერი ეშველება, მაგრამ პირი მაინც გამოირეცხოს, სანამ ჩემს სახელს და გვარს ახსენებს.... ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, დაგიდასტურებთ, რომ ნარკომანი და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მას შემდეგ, რაც უკვე გაგდებული იყო სამსახურიდან და განაწყენებული რეჟიმზე და რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიომასალა. მე როგორც მახსოვს, მან მოასმენინა რამდენიმე ფარული ჩანაწერი ჩემს მეგობარს. მე არ მომისმენია, მოისმინა ჩემმა მეგობარმა, რომელიც დაადასტურებს ამას. რამდენადაც ჩვენ მილიონები არ გვქონდა და არც ახლა არ გვაქვს, ასე ვთქვათ, ამ ჩანაწერების რეალიზაცია ვერ მოხდა მაშინ", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
მოგვიანებით კი, იმავე გადაცემა „არჩევანში" „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საყვარელიძის სიტყვები დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები, რომლებსაც ნაცვლიშვილი მას რამდენიმე მილიონად სთავაზობდა, ახლა ერევანში, მის მეგობართან ინახება.
„როდესაც ლაშა ნაცვლიშვილი იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო, მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული უკანონო ფარული ჩანაწერებით, ე.წ. ზეტმასალებით, რომელიც უკანონო მოსმენებია, უკანონო მოსმენის შედეგად არის მოპოვებული და ინახება გასაიდუმლოებულად. მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში - ასე მითხრა ყოველ შემთხვევაში, რომ ეს მასალები ინახება მის მეგობართან ერევანში - დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც. ერთ-ერთი მათგანი მე მან მომასმენინა. მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები მართლა აქვს. ის [ბიძინა ივანიშვილი] ესაუბრებოდა ვიღაც თავის თანამშრომელს. მე არ ვიცი ახლა შინაარსიც არ მახსოვს და არც მაინტერესებდა და მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი დოლარი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, მან ნაცვლიშვილს უთხრა, რომ „ჩვენს მედიას არ აქვს საშუალება, რომ ამაზე ისაუბროს". ნიკა გვარამიას განცხადებით, ამის შემდეგ ნაცვლიშვილი მისივე თხოვნით, უკრაინაში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან, მათ შორის, დავით საყვარელიძესთან დააკავშირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.