ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე - Mercedes-ის მარკის ავტომობილი ხევში გადაიჩეხა.
შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცის მანქანიდან ამოყვანას სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ავტოავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.