თბილისში, ფონიჭალაში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსთავის გზატკეცილის 127 ნომერში ერთსართულიანი სახლი და მეზობლად მდებარე ორი სახლის სახურავი დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი მივიდნენ. მათი განცხადებით, დაზარალებულებს დროებით სასტუმროში განათავსებენ და დახმარებას გაუწევენ.
„სამწუხაროა ის, რომ ერთი ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა ხანძრის შედეგად. მოსახლეობას, რომელთა სახლებიც გარშემო დაზიანდა, დავეხმარებით, მათ შევიყვანთ სასტუმროში და დროებით დავაბინავებთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.