თამარ ჩუგოშვილი: კონგრესმენების მხრიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიდი დაინტერესება არსებობს
08-02-2017, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ამერიკის შეერთებული შტატებში სამუშაო ვიზიტი გრძელდება.

 

 

პარლამენტის წევრებმა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები კონგრესმენებთან პიტერ როსკამთან, მაიკლ ტერნერთან, მაიკ კონავეისთან, სტივ კოენთან, უილ ჰარდთან, რობერტ ადერჰოლტთან და დინა ტიტუსთან გამართეს.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზე, ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების წარმატებებზე და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მომავალ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

 


„ამერიკის კონგრესში საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. კონგრესმენების მხრიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიდი დაინტერესება არსებობს. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და იგი არის წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა მიდიოდეს წინ. კონგრესის მხრიდან ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის კუთხით სერიოზული მხარდაჭერა მივიღეთ და მოხარულები ვართ, რომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ასეთი მეგობრები გვყავს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

ამერიკის კონგრესმენებთან შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საინტერესოდ და მნიშვნელოვნად შეაფასა. მისი განცხადებით, როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი არსებობს და შეხვედრებზე ამერიკელი პარტნიორებისგან მხარდამჭერი გზავნილები მიიღეს.

 

 

„გარდა ინსტიტუციური და დემოკრატიული გაძლიერებისა, ჩვენ გვქონდა საუბარი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გვაქვს მყარი გარანტიები იმისა, რომ კონგრესი ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დამყარებაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, თვის ბოლოს კონგრესმენი პიტერი როსკამი თბილისს ეწვევა, რაც საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია.

 

 

ამერიკის კონგრესში გამართულ შეხვედრებს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძეც დაესწრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი