2012 წლის შემდეგ, რაც "ნაციონალებმა" ხელისუფლება დაკარგეს და ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, მათ თბილისში ჩაატარეს 2 "დიდი" თავყრილობა, პირველად, 2013 წლის 19 აპრილს, სადაც რუსთაველზე გამართული აქციის მთავარი დევიზი იყო, – "ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყება", რითი დასრულდა ეს მოგეხსენებათ, – არავითარი "ახალი ეროვნული მოძრაობა" არ დაწყებულა და აქციაც (მომიტინგეთა რაოდენობითაც!) ჩაფლავდა! მეორედ, "ნაცებმა" 2014 წლის 15 ნოემბერს "უხმეს ხალხს" ასევე რუსთაველის პროსპექტზე, ამ აქციის დევიზი გახლდათ – "არ დავთმოთ აფხაზეთი და ცხინვალი", თითქოსდა ახალი ხელისუფლება ამ საკითხს ყურადღებას არ აქცევსო (ამას უტიფრად აცხადებს ის პარტია, რომლის პრეზიდენტის და ლიდერების უგუნური პოლიტიკის გამო, რუსეთმა ოკუპაცია და "აღიარება" მოხდინა ჩვენი 2 რეგიონის), აი, ასე ურცხვად გვიკიჟინებდნენ "ნაცები".. მოკლედ, ის აქციაც ჩაუფლავდათ ისე, როგორც წინა! ახლა კი, ხვალ, უკვე მესამედ უნდათ "ბედი სცადონ" და აქციის დევიზად – "მთავრობის გადადგომას ითხოვენ", – დიახ, თავხედობაში ბადალი არა ჰყავთ "ნაცებს"! დრწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მესამე აქციაც ისევე ჩაუფლავდებათ, როგორც წინა ორი, ამგვარად "ნაცხროვის" უბადრუკობა "გასამდება" და ბუნებრივად წავლენ ისინი "პოლიტიკურ მოუსავლეთში"!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.