ნიკა მელია: ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 10-დან 15 თებერვლამდე პერიოდში, უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2"-ის საქმეზე ხელისუფლების ზეწოლით აპირებს უკანონო გადაწყვეტილების მიღებას
08-02-2017, 02:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, 10-დან 15 თებერვლამდე პერიოდში, უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

 

 

ამის შესახებ ცოტა ხნის წინათ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ისაუბრა.

 

 

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით აი, ამ დღეებში, უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ზეწოლით აპირებს უკანონო გადაწყვეტილების მიღებას „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით და თქვენ უკვე უკანასკნელი დღეების განმავლობაში იხილეთ არაერთი დამადასტურებელი ფაქტი, თუ როგორ არის ხელისუფლება ჩართული მთელი თავისი ბიუროკრატიული რესურსით, რომ „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ გამოიტანოს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ კონკრეტულ მოსამართლესთან, კონკრეტული კორუფციის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, რაც უკვე ძალიან ლეგიტიმურ საფრთხეს აჩენს, რომ ხელისუფლება რჩება უკანონო გადაწყეტილების შემკვეთად, სადაც ჩართულია მთელი ბიუროკრატიული რესურსი - დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და გაგრძელებული მისი პირადი ყოფილი დაცვის უფროსის უწყებით, ბატონი გომელაურის უწყების - სუს-ი მაქვს მხედველობაში. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა" 10 თებერვალს 13:30 საათზე, რუსთაველის მეტროსთან იკრიბება, რათა გააპროტესტოს მსგავსი უხეში ჩარევა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.... „ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა არ არის მხოლოდ „რუსთავი 2", თავისუფალი მედია, ეს არის ყველა უკეთესი ხვალინდელი დღის მსურველი ადამიანის წუხილი, რომ პარასკევს, 13:30 საათზე გამოცხადდეს რუსთაველის მეტროსთან და ჩვენ მსვლელობით დავიძვრებით უზენაესი სასამართლოსკენ, სადაც ჩავატარებთ აქციას, რომელიც მოემსახურება ერთი მხრივ, იმ სისაძაგლეს, რომელსაც ადგილი აქვს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მეორე მხრივ, სოლიდარობა იმ პატიოსანი და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ, მადლობა ღმერთს, შემორჩენილი არიან უზენაეს სასამართლოში", - განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი