ია ანთაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანები არიან სხვა ტელევიზიის კოლეგებთან შედარებით
08-02-2017, 03:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე აცხადებს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანები არიან სხვა ტელევიზიის კოლეგებთან შედარებით.

 

 

მისი თქმით, თანამშრომლების ტესტირება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი.

 

 

„გასული წლის სექტემბერში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მომხდარიყო თანამშრომლების ტესტირება და უნდა მომხდარიყო რანგირება, რაც იყო აუცილებელი იმისთვის, რომ გარკვეულიყო რა ანაზღაურება უნდა ჰქონოდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ ძალიან დაბალი ხელფასი. აქ საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანები არიან სხვა ტელევიზიის კოლეგებთან შედარებით.... მასობრივი გათავისუფლება ნიშნავს 100 ადამიანზე მეტის გათავისუფლებას ერთდროულად და საინფორმაციო სამსახურში თუ ჩვენ ასე გვაქვს საქმე, რომ იქედან ტესტირების შემდეგ 100 ადამიანი უნდა გათავისუფლდეს, მაშინ აი, ბევრად, ბევრად უარესად ყოფილა საქმე, ვიდრე მე წარმომიდგენია დღეს", - განაცხადა „რუსთავი 2"-თან საუბრისას ია ანთაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი