საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალური პროდიუსერი დოდო შონავა ია ანთაძის მიერ ბოლო დღეებში არხზე დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
შონავა აცხადებს, რომ ია ანთაძე სამეურვეო საბჭოს ტელევიზიის მმართველად არ აურჩევია და მას არ აქვს უფლება მასიურ დათხოვნებზე ისაუბროს.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ რეფორმა არ გვჭირდება; ჩვენ არ ვამბობთ, რომ ტექნიკური გადაიარაღება არ გვჭირდება; ჩვენ არ ვამბობთ, რომ ოპტიმიზაცია არ გვჭირდება, ოღონდ ჩვენ გვჭირდება ეტაპობრივი მოდერნიზაცია, სამართლიანი მოდერნიზაცია და ის მენეჯმენტი, რომელიც კვალიფიციური იქნება. ქალბატონი იას ავტორიტეტი არის დამსხვრეული, ნაცარტუტად ქცეული. მე მაინტერესებს, რა კომპლექსების რეალიზებასთან გვაქვს საქმე; მე მაინტერესებს გულაგის ზედამხედველი ქალივით რომ გვესაუბრება და ასე გულგრილად საუბრობს აქ თურმე მასიურ დათხოვნებზე, ვინ მისცა მას ამის უფლება? ბორდს იგი არ აურჩევია აქ მმართველად. ღირსების საქმეა, გამოწვევა მიღებულია,“ - განაცხადა დოდო შონავამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.