საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა მოსამართლეების მოსყიდვით „წართმეული" „რუსთავი 2"-ის დაბრუნებას ცდილობს.
როგორც მან „იმედთან" საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" სტილი სიყალბე, ძალადობა, ფალსიფიკაცია, მოსყიდვა და მორალური ტერორია.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" სტილი, „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, „ნაციონალური მოძრაობის" საფირმო ნიშანი - სიყალბე და ძალადობა, ფალსიფიკაცია, მოსყიდვა, მორალური ტერორი....
ყველა იმ მოსამართლეს, ვისი მოსყიდვაც მათ ვერ შეძლეს, მათზე ხორციელდება უპრეცედენტო ზეწოლა, შანტაჟი, მორალური ტერორი....
მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ქართველი და უკრაინელი ექს თუ მოქმედი პროკურორები ცდილობენ მოისყიდონ მოსამართლე ქათამაძე და მოსამართლე ალავიძე, რათა წართმეული „რუსთავი 2" ისევ დარჩეს მიხეილ სააკაშვილს", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.