საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას ამერიკული, საერთაშორისო და ქართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი მასპინძლობდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრისას საქართველოსა და რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, რეფორმებმა უზრუნველყო ლიბერალური, სტაბილური, დაცული და კორუფციისგან თავისუფალი ბინზესგარემო, რომელიც საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან ერთად აქცევს მას ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყნად.
„პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა კომპანიების წარმომადგენლებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიაწოდა ინფორმაცია იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ქვეყნის შიდა თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო არენაზე“,- აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.