ხობში მრავალფუნქციური სპორტდარბაზის მოწყობა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე სადემონტაჟო და გამაგრების სამუშაოები, კედლებისა და ჭერის მოპირკეთების, ასევე შიდა და გარე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
უწყების ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია შენობის თუნუქით გადახურვა; ფასადზე მოეწყობა ალუმინის ვიტრაჟები; ჩატარდება ელექტროობასა და გათბობა-ვენტილაციასთან დაკავშირებული სამუშაოები.
სპორტდარბაზის მოწყობის სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, დასრულება 2018 წლის აპრილში იგეგმება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
„საერთაშორისო სტანდარტების სპორტდარბაზი იქნება მრავალფუნქციური და განთავსდება: საჭიდაო მოედანი, ჭადრაკის დარბაზი, საბილიარდო, ფიტნესდარბაზი და საუნა. ხობის მუნიციპალიტეტში, სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ. ახალ სპორტდარბაზში შესაძლებელი იქნება პროფესიონალური და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების ჩატარება, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული", - განმარტავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოს რეგიონში ლევან შონია, ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.