ნინო ბურჯანაძე: მეხუთე წელია ვიღაც 400 მილიონს ჭამს და საზოგადოებრივი მაუწყებელი „კარმუშკად" აქვს გადაქცეული - ამას ვერც პროკურატურა, ვერც ხელისუფლება ვერ ხედავდა?
08-02-2017, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესებში ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ჩანს.

 

 

მისი თქმით, „როდესაც რამდენიმე თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამის დახურვას ფიქრობენ. ახლა ვისი ხელი უნდა დავინახო აბა ამის უკან?!".

 

 

„ხელისუფლება ანუ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სრული კონტროლი ჰქონდეს საერთო სასამართლოებზე და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოზე. სრული კონტროლი ჰქონდეს პარლამენტზე და ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა არჩევნებზე, როდესაც უბრალოდ დაწერეს ციფრები იმის მიხედვით, ვისი ნახვა უნდოდა ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში და ვისი - არა. ამის საფუძველს გვძლევს თუნდაც ის პროცესები, რაც მიმდინარეობს „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. როგორიც არ უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება „რუსთავი 2"-ის მიმართ, მე თავიდანვე ერთმნიშვნელოვნად ვთქვი, რომ ის, რაც ხდებოდა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ, ეს ნამდვილად არ იყო საკუთრების დაბრუნების და სამართლიანობის აღდგენის პროცესი იმიტომ, რომ სხვა მიმართულებით სამართლიანობის აღდგენის კუთხით ჩვენ ასეთი თავის მოკვლა არ დაგვინახავს ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო ერთმნიშვნელოვნად მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციური არხი რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს, ვეღარ ყოფილიყო ასეთი და ყოფილიყო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. ამის საფუძველს მაძლევს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც იხილავს და რომლის გატანაც უნდა ხელისუფლებას ერთადერთი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუტიც, საპრეზიდენტო ინსტიტუტიც ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ ჩაუდოს ჯიბეში.

 

 

შოკისმომგვრელად მიმაჩნია ის განცხადება, რომლიც გააკეთა ბატონმა მაღლაფერიძემ, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ 400 მლნ მართლა ხალხის ფული პირდაპირი გაგებით იმიტომ, რომ ეს არის ბიუჯეტის ფული, თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც უნდა დახარჯულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობელემებთან დაკავშირებით, რომ გამართულად ეფუნქციონირა არხს. როცა ლაპარაკია, რომ 400 მლნ სადღაც გაქრა და ეს ვიღაცისთვის, უკაცრავად, გავიმეორებ სიტყვას, „კარმუშკა" იყო, უკაცრავად და, „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი დღეს მოვიდნენ ხელისუფლებაში? მეხუთე წელია ისინი ხელისუფლებაში არიან - ე.ი. მეხუთე წელია ვიღაცა ამ ფულს ჭამს და საზოგადოებრივი მაუწყებელი „კარმუშკად" აქვს გადაქცეული, როგორც თავად ბატონმა მაღლაფერიძემ თქვა და ამას ვერც პროკურატურა, ვერც ხელისუფლება, ვერც მთავრობა, ამას ვერავინ ვერ ხედავდა? დღეს რომ მართლა ის პრობლემა იყოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხა სადღაც არის გამქრალი, დღს ნამდვილად არის ხელისუფლების ხელში ის ბერკეტები, რომ გამოიძებნოს მინიმალური თანხა რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს ბოლობოლო თავისი პირადი სახსრები გაიღოს და ხეების აქეთ-იქეთ გადატარება ცოტა ხანი გადადოს მაინც, საერთოდ თუ არ შეწყვეტს და ეს თანხმა მოახმაროს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გაჩერდეს. მით უმეტეს, მე ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, მეორე არხთან მიმართებაში, მეორე არხი იყო ერთადერთი საშუალება ჩემი და ჩემი თანაპარტიელებისთვის და ჩვენნაირი ადამიანებისთვის წინა ხელისუფლების პირობებში და ნაწილობრივ დღესაც შემიძლია ვთქვა იმიტომ, რომ „იმედი", JDS, ნაწილობრივ „მაესტრო, ნაწილობრივ „რუსთავი" სამწუხაროდ, ჩვენთვის პრაქტიკულად დახურულია და ერთადერთი ჩვენი საშუალება იყო რომ ჩვენ მეორე არხის მეშვეობით გვესაუბრა საზოგადოებასთან და დღეს ამის წართმევასაც აპირებენ. ეს იყო მონაპოვარი სხვათა შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, რომ მეორე არხზე ყოფილიყო პირდაპირი ჩართვები, ყოფილიყო პირდაპირი ტრანსლაციები ოპოზიციური პარტიების ბრიფინგების და დღეს, საარჩევნო წელს, როდესაც რამდენიმე თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამის დახურვას ფიქრობენ. ახლა ვისი ხელი უნდა დავინახო აბა ამის უკან?! ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „რუსთავის 2"-ის ეთერში. იგი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილი 400 მლნ-ის გაფლანგვა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და გამოძიება უნდა დაიწყოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი