„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დაგეგმილი აქციისთვის ემზადება. თავისუფლების მოედანზე თითქმის დამონტაჟებულია სცენა, ასევე მონტაჟდება მონიტორები, 3 საათისთვის უკვე “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებიდან მოქალაქეების ჩამოსვლას ელოდებიან.
დედაქალაქში შემოსული კოლონები პირველ რიგში ვარდებისა და კოლმეურნეობის მოედანზე მოიყრიან თავს, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ, სადაც შეკრებილებს, სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან მიმართავენ „ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. დაგეგმილია ასევე მსვლელობა კანცელარიასთან. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ თავისუფლების მოედანზე.
როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცია ტარდება. „არჩევანი არის კონკრეტული, დაკარგოს სამუშაო ადგილები ათასობით ადამიანმა, თუ დაკარგოს სამუშაო ადგილი ჩვიდმეტმა თუ ცხრამეტმა ადამიანმა, რომელიც დღეს უუნაროდ მართავს ქვეყანას, აი ამას ეძღვნება დღევანდელი აქცია, დღევანდელი მიტინგი, რეგიონებიდან უკვე კოლონები დაძრულია, ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს დღეს მოსვლას, საორგანიზაციო საკითხები უკვე ბოლოში მიდის და ნახავთ რომ დღეს შეიკრიბება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უკმაყოფილოა დღევანდელი მდგომარეობით,“ განაცხადა ვაშაძემ.
საპროტესტო აქციის გამო დედქალაქის ცენტრალურ ნაწილში გარკვეული სატრანსპორტო შეზღუდვები დაწესდა. თავისუფლების მოედანზე უკვე შეზღუდულია მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 2 საათისთვის მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, უშუალოდ აქციის მიმდინარეობისას მოძრაობა შეიზღუდება პუშკინის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე, ასევე ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და კოსტავა-გმირთა მოედნის მიმართულებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან, პარტიის წევრები და აქტივისტები ბათუმში პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მსვლელობის ორგანიზატორების განცხადებით, აჭარიდან თბილისისკენ 2000 ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა.
აქციას უერთდებიან ზუგდიდიდანაც. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა კოლონები რაონებიდან დილის 8 საათზე დაიძრა, როგორც პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ, იყო გარკვეული შეფერხებები, თუმცა ამან მათ ხელი არ შეუშალა და 5000 მდე ადამიანის მობილიზება შეძლეს.
დღევანდელი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.