რუსეთის სახელმწიფო მაღალჩინოსნების უმრავლესობა, რომლებიც გამოირჩევიან ანტიქართული რიტორიკით, „მიუღებელს და აბსურდულს“ უწოდებენ საქართველოს მცდელობას, რომ აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და „გვირჩევენ“, რომ „შევეგუოთ ახალ რეალობას!“ ისინი ეფუძნებიან „ასეთ ლოგიკას“ და მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის (ანუ საქართველოს) სამხედრო ქმედების შედეგად რუსეთი „იძულებული გახდა დაეცვა სამხრეთ ოსეთის ხალხი და შემდეგ ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა“, თანაც რუსეთის ეს გადაწყვეტილება „გადახედვას არ ექვემდებარებაო!“ რუსეთის და მისი პირველი პირების ეს პოზიცია გახლავთ, – პოლიტიკური უტიფრობის და ცინიზმის მწვერვალი, რადგანაც, როგორი შეფასებაც არ უნდა მისცე ომში დამარცხებული ქვეყნის მოქმედებას, ეს არ იძლევა იმის უფლებას, რომ „გამარჯვებულმა“ სახელმწიფომ (მით უმეტეს აგრესორმა) დაანაწევროს დამარცხებული და თან განუცხადოს, რომ მისი მცდელობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, - „აბსოლუტურად უპერსპექტივოა!“
რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს მინდა შევახსენო, რომ ფაშისტურმა გერმანიამ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა და ათეულ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა (მათ შორის, მილიონობით რუსის!), საკონცენტრაციო ბანაკებით დაფარა რა ევროპის კონტინენტი და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ადამიანთმოძულე რეჟიმი ჰქონდა, ომში დამარცხების და გერმანიის გაყოფის შემდეგ, ასეთი დანაშაულებების ჩამდენ ქვეყანასა და ერს, თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციამ, რუსეთის მაშინდელი პირველი პირების (გორბაჩოვი, ელცინი და სხვა) აქტიური მონაწილეობით მისცა უფლება, რომ გერმანია და გერმანელი ერი გაერთიანებულიყო და გამთლიანებულიყო! ჰოდა, პატარა საქართველომ „რა დააშავა ისეთი“, რომ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურები (პუტინი, მედვედევი და სხვა), ქართველებს გვიკრძალავენ ქვეყნის გამთლიანებაზე „ფიქრსაც კი?!“ ასეთი რამ, მხოლოდ ველურ, ცივილურობასთან მწყრალად მყოფ ადამიანებს და პოლიტიკანებს ახასიათებთ, რომლებიც საბოლოო ჯამში ისტორიის პოლიტიკურ სანაგვეზე „დაიდებენ ბინას!!!“...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.