გიორგი აბაშიშვილი: გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება
08-02-2017, 13:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მოხდა პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება".

 

 

გიორგი აბაშიშვილის თქმით, იმისთვის რომ საკანონმდებლო ორგანოს უკეთესი კანონმდებლობა მიეღო, უმრავლესობა პრეზიდენტის შეთავაზებას კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, უნდა დათანხმებოდა.

 


„როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები საუბრობენ, რომ თურმე შესაძლებელი იყო გაეზიარებინათ მთელი რიგი წინადადებები, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში იყო წარმოდგენილი, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა კონსულტაციებში მონაწილეობა, მათ უნდა მიეღოთ მონაწილეობა ამ კონსულტაციებში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ მივიღებდით უკეთს კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ პოლიტიკოსები მუდმივად გადიოდნენ კონსულტაციებს ერთმანეთთან, ათანხმებდნენ პრინციპულ საკითხებს და არ გაურბოდნენ დისკუსიებს”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და თანმდევ კანონპროექტებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას 97-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი