შეერთებული შტატების სენატმა იუსტიციის მინისტრის და გენერალური პროკურორის პოსტზე ალაბამას სენატორი ჯეფ სეშენსი დაამტკიცა
08-02-2017, 21:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იუსტიციის მინისტრის და გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურას, ალაბამას სენატორს, ჯეფ სეშენსს, 52 ხმით 47-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.

 


როგორც BBC წერს, ალაბამას სენატორის კანდიდატურა ტრამპის ყველაზე სადავო კანდიდატურებს შორის იყო. „დემოკრატებმა“ სეშენსის სამოქალაქო უფლებებზე არსებული ფაქტების წინააღმდეგ გაილაშქრეს.

 

 

„დემოკრატმა“ ელიზაბეტ უორენმა სეშენსის წინააღმდეგ რასიზმის განცხადებების გახსენების შემდეგ, დუმილი შეინარჩუნა. გენერალური პროკურორის კანდიდატურას კი მხოლოდ ერთმა „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯო მანჩინმა - დასავლეთ ვირჯინიიდან - მისცა ხმა.

 

 

სეშენსის გენერალური პროკურორის პოსტზე დამტკიცებას მისი „რესპუბლიკელი“ კოლეგები ტაშით შეხვდნენ. იგი ახლა სათავეში ჩაუდგება იუსტიციის დეპარტამენტს და მის 113 000 თანამშრომელს.

 


კენჭისყრის შემდეგ სენატორებისადმი მიმართვაში სეშენსმა თქვა: „არ არსებობს იმაზე უფრო დიდი პატივი, ვიდრე წარმოადგენდე ალაბამას ხალხს მსოფლიოში უდიდეს სათათბირო ორგანოში... მე სრულად მესმის ამ თანამდებობის უდიდესი პასუხისმგებლობა“.

 


მაგრამ მან დაამატა, რომ „უარყოფითი დამოკიდებულების გამომხატველი ადამიანები, რომლებიც არ გვეთანხმებიან ჩვენ, კარგი არ არის ჩვენი პოლიტიკისთვის“.

 

 

სენატორი სეშენსი, ყოფილი პროკურორი, სენატში 1996 წელს აირჩიეს და იგი ტრამპის ერთ-ერთი ახლო მოკავშირე იყო საარჩევნო კამპანიის დროს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი