შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა სირიის ქალაქ იდლიბის სიახლოვეს, ორი საჰაერო დარტყმისას, ამ თვეში, ალ-ყაიდას 11 წევრი, მათ შორის ოსამა ბინ ლადენის ყოფილი მოკავშირე მოკლეს.
ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კაპიტანმა ჯეფ დევისმა განაცხადა, რომ 3 თებერვალს განხორციელებული ერთი საჰაერო დარტყმისას ალ-ყაიდას 10 წევრი იქნა მოკლული, ხოლო 4 თებერვლის საჰაერო დარტყმისას კი აბუ ჰანი ალ-მასრი, რომელსაც ახლო კავშირები ჰქონდა ალ-ყაიდას აწ გარდაცვლილ ლიდერთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ალ-მასრიმ ჩამოაყალიბა ალ-ყაიდას საწვრთნელი ბანაკი ავღანეთში, რომელსაც თავად მართავდა 1980-იან და 1990-იან წლებში.
მას ასევე ახლო კავშირები ჰქონდა აიმან ალ-ზავაჰირთან, რომელიც შეერთებული შტატების ძალების მიერ 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ ალ-ყაიდას ლიდერი გახდა.
„ამ დარტყმებმა ზიანი მიაყენა ალ-ყაიდას შესაძლებლობას და გეგმებს მოეწყოთ გარე თავდასხმები, რომლის სამიზნე შეერთებული შტატები და მსოფლიოში ჩვენი ინტერესებია“, - განაცხადა კაპიტანმა დევისმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.