პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ადამიანები, რომლებიც დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე აპირებენ შეკრებას, წარსულს, ბოროტებას და ქვეყნის განუვითარებლობას მისტირიან. ამის შესახებ ღარიბაშვილმა, მარნეულში განაცხადა, სადაც ის აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ნოვრუზ ბაირამის მისალოცად პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად იმყოფება.
"დღეს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით. ისინი მისტირიან წარსულს, ისინი მისტირიან ბოროტებას, ისინი მისტირიან არ განვითარებას. ჩვენ კი დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ სიყვარული. ერთმანეთს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ პატივისცემა, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ვიფიქროთ მომავალზე. ეს არის მომავლის საქართველო და არა ის, რომ ზოგიერთი დესტრუქციული ძალა ცდილობს ხელოვნურად შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ არც ერთ ძალას არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის წინსვლა რაიმე ფორმით შეფერხდეს. ჩვენ გვჯერა უკეთესი მომავლის. გვჯერა, ძლიერი საქართველოს და ძლიერი რეგიონის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.