საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შეხვდება
09-02-2017, 00:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყო. უწყების ცნობით, ორდღიანი ვიზიტისას ჯანელიძე შეხვედრებს ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე სენატორებსა და კონგრესმენებთან გამართავს.

 

 

საგარეო უწყების პირველი პირი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონსა და პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინს შეხვდება.

 

 

გაიმართება მინისტრის შეხვედრები სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, მათ შორის, მინისტრი შეხვდება აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბობ კორკერს, ასევე სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს ტედ ქოქრანს.

 

 

შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი