საქართველოს მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
09-02-2017, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და პროკურატურის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

 

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს პროკურატურასა და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის საკითხი. ასევე განხილულ იქნა არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება. პროკურატურის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

 


საქართველოს მთავარი პროკურატურა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, რაც გამოიხატება როგორც ინფორმაციის მიწოდებაში, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულებაში.

 


საქართველოს მთავარი პროკურატურა სახალხო დამცველის აპარატს სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ან/და პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეებზე. 2016 წელს არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მომართვები წინა წელთან შედარებით 27%-ით შემცირებულია.

 


2016 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განხილულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის 19 რეკომენდაცია/წინადადება, რომლებიც ეხებოდა ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებს. აღნიშნული 19 წინადადებიდან პროკურატურის მიერ შესრულდა 16 წინადადება, ხოლო არ შესრულდა 3 წინადადება, სახალხო დამცველს გაეცა მოტივირებული და დასაბუთებული პასუხები.

 


განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის ორი წინადადების საფუძველზე, არა მხოლოდ მყისიერად დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეებზე, არამედ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი პირის მიმართ. ამათგან, ერთი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მეორე პირის მიმართ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა", - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი