საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გიორგი ცერცვაძის საქმეზე დეტალური განხილვა არ მომხდარა.
აბაშიძის თქმით, რუსულ მხარესთან შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა სხვა ქვეყნისთვის მოქალაქის გადაცემას კრძალავს.
„ვისაუბრეთ ჩვენ 2011 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ და შევთანხმდით, რომ დაჩქარდება მუშაობა ამ თვალსაზრისით... მუშაობენ ისინი ვიზების გამარტივებაზე, თუ კიდევ გაამარტივებენ - მივესალმებით ამას, თუ მოხსნიან - ამასაც მიველსალმებით, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა. რაც შეეხება ცერცვაძეს, ვერანაირად ვერ მოხდებოდა ამის განხილვა. ზოგადად, მე ვუთხარი, რომ ჩვენი კანონმდებლობა არ გვაძლევს არანაირად იმის საშუალებას, რომ - კრძალავს ჩვენი მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
აბაშიძესა და კარასინს შორის შეხვედრა პრაღაში 7 თებერვალს ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.