„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე აცხადებს, რომ მისთვის არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმა მიუღებელია.
სალაძის თქმით, სწორედ ამიტომ, ამ გეგმას მისი მხარდაჭერა არ ექნება.
„ის გეგმა რა ფორმითაც არის წარმოდგენილი სამეურვეო საბჭოში, ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩემი მხარდაჭერა ამ გეგმას და დებულებაში ცვლილებებს, არ ექნება. შესაბამისად, მე ველოდები ალტერნატიულ წინადადებას, ველოდები ამ შემოთავაზების, რაც მენეჯმენტმა წარმოადგინა, გადამუშავებულ ვერსიებს და ბუნებრივია, ის კითხვებიც, რომლებიც დაისმევა ამ პროცესში, იმედს ვიტოვებ, რომ ხელს შეუწყობს ამ დოკუმენტის გაკეთილშობილებას", - განაცხადა სალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის წევრები ამ წუთებში არხის გენერალურ დირექტორთან, ვასილ მაღლაფერიძესთან შეხვედრას მართავენ.
მაღლაფერიძის სამოქმედო გეგმის მიხედვით, არხზე ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციო პროგრამისა, გარკვეული დროით შეჩერდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.