გიორგი ალიბეგაშვილი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის გადაცემის შესახებ: „ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე"
09-02-2017, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონ ლარამდე ქონების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კანონიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

 

 

მისი განმარტებით, როდესაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განკარგულების დამტკიცება მოხდა, საკრებულოს წევრებს ეჭვის საფუძველი არ გააჩნდათ.

 

 

„საკრებულოში შემოსული მასალების და დოკუმენტაციის საფუძველზე, საკრებულომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, იმოქმედა კანონის ფარგლებში. ის დოკუმენტაცია, რომელიც იყო შემოტანილი, არანაირი ეჭვის საფუძველს არ იძლევა,“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და დასძინა: „რაც შეეხება ჩვენი კოლეგების, ასე ვთქვათ, წინადადებას, რომ თავიდან იქნეს განხილული ეს საკითხი, საკრებულო გახლავთ კოლეგიალური ორგანო. თუ ისინი თვლიან, რომ მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია განსახილველია, ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე".

 

 

თბილისის საკრებულოს უმცირესობა იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს ერთი მილიონი ლარი გადაეცა.

 

 

საკრებულოში ეს ინიციატივა დღეს ოთხმა ფრაქციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა, სევდია უგრეხელიძემ და შორენა ბუხრაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე დააყენეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი