როგორ უპასუხა ქვემო ქართლის გუბერნატორის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის გვარების არევას მარგველაშვილმა
21-03-2015, 04:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, ქვემო ქართლის გუბერნატორს ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის გვარები აერია და აზერბაიჯანელ მოსახლეობას ისინი ირაკლი მარგველაშვილად და გიორგი ღარიბაშვილად წარუდგინა, რასაც პრეზიდენტის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა.


„ყველანი - ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც, თქვენს სამსახურში ვართ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულის მოსახლეობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
მიულოცა.


ქვეყნის პირველმა პირმა აზერბაიჯანელ მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადა და პირობა დადო, რომ მათ გვერდით არა მხოლოდ დღეს, მთელი წლის განმავლობაში იქნება.


"მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველანი, ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც - ყველანი თქვენ სამსახურში ვართ, იმიტომ რომ გემსახუროთ და ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი, უფრო გამართული, უფრო ბედნიერი საქართველო. თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ, ძალიან ბევრს შრომობთ, ხართ ძალიან ნიჭიერები და შრომისუნარიანები. იცოდეთ, რომ ამას ყველა ხედავს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი თქვენს კარგად ყოფნას. დღეს არის დღე ახლის დაწყების, ახალი ენერგიის, გაზაფხულის. სიხარულის და იცოდეთ, რომ ამ დღეს და მთელი წლის განმავლობაშიც ვარ თქვენთან ერთად. თქვენთან ერთად ვიბრძვი ბედნიერი საქართველოსთვის. გილოცავთ ბაირამს და ბედნიერი იყავით", - მიმართა მარგველაშვილმა მარნეულში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი