„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკოორდინაციო საბჭოს უერთდება
09-02-2017, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზოგადოებრივი მოძრაობის „ახალი ერთობა საქართველოსთვის" ინიციატივას თავისუფალი სიტყვის დამცველი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უერთდება.

 

 

როგორც პარტიის წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეთანხმებული მოქმედება და ამ საკითხზე ერთობლივი კონსულტაციების გამართვა.

 

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება ამ განცხადების სულისკვეთებას და დღესვე სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პარტიას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში თავისუფალი სიტყვის ბედი და „რუსთავი 2"-ის გადარჩენა ბიძინა ივანიშვილისგან, დავიწყოთ კონსულტაციები ამ მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ მთელი ეს პროცესი იყოს კოორდინირებული და ყველა ერთად, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, შევძლოთ დავიცვათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიც თავისუფალი სიტყვის დაცვა იქნება.

 

 

როგორც მოძრაობის დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე აცხადებს, „იმ ვითარებაში, როდესაც სამართლებრივი ბრძოლის ყველა ბერკეტი ქრება, კანონმდებლობის დაცვას საზოგადოება იწყებს".

 

 

„ხელისუფლებამ აირჩია არასწორი გზა და გამოუცხადა ღია ომი სიტყვის თავისუფლებას. მიმდინარეობს სხვადასხვა სატელევიზიო მაუწყებლების დამორჩილების მეთოდური პროცესები, რის დასკვნით ფაზას ჩვენ ვხედავთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" კასტრაციის სახით. რაც შეეხება დამოუკიდებელ ტეელკომპანია „რუსთავი 2"-ს, მის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ყველა შესაძლებელი მეთოდის გამოყენება დაიწყო, მათ შორის, ყველაზე მიუღებელი ამ პროცესში ხელისუფლების მიერ მართული სასამართლოსა და მოსამართლეების ჩართვაა. იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების მეცადინეობით სამართლებრივი ბრძოლის ყველა ბერკეტი ქრება, კანონმდებლობის დაცვას იწყებს საზოგადოება. გარდა ამისა, ვითვალისწინებთ რა რეალობას, რომ ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი და მხოლოდ ერთი პოლიტიკური აქცია ვერ იქნება შედეგის მომტანი, გამოვდივართ ინიციატივით - შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს თავისუფალი სიტყვის დაცვა", - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი