საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების მიხედვით, 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა პირველად მოხდება
09-02-2017, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, პირველად მოხდება 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ცვლილების განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

 

 

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. 

 

 

„თავიდანვე - 2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრნენ პირები, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ ქონდათ კერძო დაზღვევა, ხოლო ის პირები, რომლებიც 1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით ვერ გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები.

 


პრინციპი უცვლელი რჩება. 2013 წლის 1 ივლისის მონაცემებით, ბაზების განახლებამდე, კერძო დაზღვევით სარგებლობდა 500 ათასამდე პირი ( 496 061 ). თუმცა შემდეგ ნაწილი, ვისაც ამათუ იმ მიზეზით შეუწყდა კერძო დაზღვევა ( მაგალითად: დაკარგეს სამსახური და ა.შ ) გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით მოსარგებლეები. ერთ ნაწილს კი, ვინც 2013 წლის 1 ივლისისთვის არ ფიქსირდებოდა კერძო დაზღვეულთა შორის და შემდეგ აიღო პოლისი, ე.წ ორმაგი დაზღვევა გაუჩნდათ.

 


შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული სიების განახლება. პროგრამის შემდგომი რეფორმირებისთვის და მისი ძირეული მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს საყოველთაოობას და არადაზღვეული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

 


ცვლილების შედეგი: 2013 წლის 1 ივლისიდან დღემდე, 120 ათასამდე (115 771 ) პირს, ვისაც არ ქონდა კერძო დაზღვევა და სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით - მიეცემა საშუალება გახდეს საბაზისო ( ანუ სრული ) პაკეტის მომხმარებელი.

 


მეორეს მხრივ, წარმოდგენილი ცვლილებით, ე.წ. „საბაზისო პაკეტით“ მოსარგებლეები, ნაცვლად 2013 წლის 1 ივლისისა, ხდებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის არმქონე პირები. ანუ ვინც ორმაგი დაფინანსებით სარგებლობდა ( კერძო და საყოველთაო) გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი. ყველა ეს ცვლილება მიმართულია უკეთესი ჯანდაცვითი სერვისების მოცვისთვის.

 


გარდა ამისა, ბენეფიციართათვის პირობების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, ამ დადგენილების ამოქმედებამდე ე.წ. „საბაზისო“ ან „მინიმალური“ პაკეტის ფარგლებში დამდგარი პროგრამული შემთხვევები, რომლებიც ამ პერიოდისთვის არ დასრულებულა, ანაზღაურდება იმავე პაკეტის შესაბამისად, რომლითაც დაიწყო მომსახურება, ხოლო გეგმიურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდური რჩება ვადის ამოწურვამდე. პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ამოქმედდება 2017 წლის 1 მარტიდან", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი