საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე „ფლამანვილის“ ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) გამოცემა Ouest-France-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სამანქანო განყოფილებაში მომხდარი აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, თუმცა, ცეცხლი ატომური რეაქტორების ზონებზე არ გავრცელებულა. ჯერჯერობით აფეთქების მიზეზი არ დასახელებულა.
ოფიციალური პირების განცხადებით, რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.