რამდენიმე პოლიტიკური პარტიისგან დაკომპლექტებული საკოორდინაციო საბჭო „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდება
09-02-2017, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზოგადოებრივი მოძრაობის „ახალი ერთობა საქართველოსთვის" ინიციატივას თავისუფალი სიტყვის დამცველი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, რამდენიმე პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია შეუერთდა.

 

 

პოლიტიკურმა პარტიებმა საკოორდინაციო საბჭო უკვე შექმნეს და პირველი შეხვედრაც გამართეს.

 

 

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალსტებთან საუბრისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საბჭო ხვალ ენმ-ის მიერ დაანონსებულ აქციაშიც მიიღებს მონაწილეობას.

 

 

„დღეს შეიკრიბა რვა პოლიტიკური პარტია და რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ჩვენი მიზანი პირველ რიგში არის დავიცვათ „რუსთავი 2“ და ასევე სოლიდარობა გამოვუცხადოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და მის ჟურნალისტებს. საკოორდინაციო საბჭოს სრული შემადგენლობით უერთდება ხვალინდელ აქციას. ჩვენ არ ვაპირებთ დიდი ხანი ვიყოთ თავდაცვით რეჟიმში", - განაცხაადა ზაზა ბიბილაშვილმა.

 

 

საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში არიან: „ახალი ერთობა საქართველოსთვის", „სახელმწიფო ხალხისთვის", „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", „ევროპელი დემოკრატები", „ალიანსი საქართველოსთვის", „ნაციონალური მოძრაობა", „რეფორმატორები", „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია".

 

 

საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის" გამოვიდა. პირველი აღნიშნულ ინიციატივას  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი