საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნატო-საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელს, ნატო-ს პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენელს, მარჩელ კოზიელს შეხვდა.
თავდაცვის უწყების განმარტებით, შეხვედრის მიზანი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის საკითხების განხილვა იყო. დაფიქსირდა ახალი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ნატო-ს მიერ შემოთავაზებული პროფესიული განვითარების პროგრამის მორგებას, თავდაცვის სამინიტროს ახალი გუნდის მიერ გაცხადებული რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების იმპლემენტაციისთვის.
როგორც შეხვედრაზე მარჩელ კოზიელმა აღნიშნა, განიხილება 2008 წელს დაწყებული პროგრამის კიდევ ორი წლით გაგრძელება. პროგრამის ფარგლებში, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობით, თავდაცვის პრიორიტეტული მამართულებების განხორციელების მხარდაჭერა გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.