ღარიბაშვილმა მარგველაშვილთან ერთად მარნეულში ყოფნა საქართველოს ერთიანობის დემონსტრირებად შეაფასა
21-03-2015, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ის, რომ მე და გიორგი – ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ვართ დღეს თქვენთან, არის საქართველოს ერთიანობის დემონსტრირება , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად მიულოცა.


"ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ის, რომ დღეს მე და გიორგი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვართ თქვენთან, ეს არის საქართველოს ერთიანობის დემონსტრირება. ეს არის თქვენდამი სიყვარულის დემონსტრირება. ეს არის გულიდან წამოსული სიტყვები, ამიტომ მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გაზაფხულის დღეს გილოცავთ, სიყვარულის დღეს გილოცავთ, დღეს ჩვენ ვზეიმობთ თქვენთან ერთად. ეს არის ძალიან მდიდარი რეგიონი. მე ვაფასებ თქვენ შრომისმოყვარეობას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული რეგიონი და ჩვენ, როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ვიქნებით თქვენს გვერდით ყოველთვის. გვინდა, რომ ყოველთვის თქვენთან ერთად გავიზიაროთ თქვენი სიხარული, გასაჭირი. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ერთად ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. დღეს ჩვენ ჩამოვედით ერთად იმისთვის, რომ უკეთესი მომავლის რწმენა ჩაგისახოთ, გითხრათ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი საქართველოსთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი