„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის, ვასილ მაღალფერიძის განცხადებით, „ჩვენი გეგმა, რასაკვირველია, შეიძლება არამარტო გადაიხედოს, არამედ შეიძლება გვერდზეც გადაიდოს".
მაღლაფეერიძემ მაუწყებლის ბორდის წევრებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამეურვეო საბჭო არხის შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომელიც რეიტინგებსა და რამდენიმე სხვა კომპონენტს გულისხმობს, ხუთშაბთს, საკუთარ ვარიანტს წარადგენს.
„ჩვენი წარდგენილი დოკუმენტი ეფუძნებოდა ხედვას, რომ მაუწყებელი უნდა ფასდებოდეს რეიტინგებით, ანუ მაყურებლების რაოდენობით. ასე უნდა იზომებოდეს ტელევიზიის მუშაობა ანუ მედიასივრცეში, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ჩვენი ხედვა ამას ეფუძნება დღესაც. გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა ფასდებოდეს მხოლოდ რეიტინგებით და უნდა ფასდებოდეს კიდევ სხვა დამატებითი კრიტერიუმით ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შეფასდეს განსხვავებულად, ვიდრე სხვა რომელიმე ტელევიზია. მაგრამ აქვე ითქვა ისიც, რომ აქამდე ასეთი კრიტერიუმი არ შემუშავებულა. სამეურვეო საბჭომ აიღო ვალდებულება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომ ერთი კვირის თავზე, ხუთშაბათს ის მოიტანს იმ ვარიანტს, თუ როგორ უნდა ფასდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ანუ, რეტინიგი და კიდევ ორი, სამი, ოთხი კომპონენტი, რომელიც იქნება გაზომვადი და ხელშესახები.... თუ სამეურვეო საბჭო და საზოგადოება იტყვის, რომ ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ სხვა სივრცეში და სხვა კრიტერიუმებით, ამას შევხედავთ და შევაფასებთ. ჩვენი გეგმა რასაკვირიველია, შეიძლება არა მარტო გადაიხედოს, არამედ შეიძლება გვერდზეც გადაიდოს, მაგრამ ერთ მნიშვნელოვანზე შევთანხმდით, რაც ვფიქრობ მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ არსებულ ვითარებას საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ დაუბრუნდება. დაიწყო დისკუსია, სადაც მთელი საზოგადოება შეთანხმდება, როგორი გვინდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორი უნდა იყოს და როგორ გაიზომოს, ამაზე უნდა შევთანხმდეთ და ეს უნდა გაიწეროს”, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძისა და მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დღევანდელი შეხვედრა, დაახლოებით, ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.