ამერიკის ახალმა გენერალურმა პროკურორმა, ჯეფ სეშენსმა თეთრ სახლში ფიცის დადებისას განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბოლო უნდა მოუღოს არალეგალურ ემიგრაციას.
შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა თქვა: „ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს უკანონობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას, ანადგურებს დასაქმებული ამერიკელების ხელფასებს“.
ცერემონიისას დონალდ ტრამპმა სამ საპრეზიდენტო ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის სამიზნეც კრიმინალი და ნარკოკარტელებია.
შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იუსტიციის მინისტრის და გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურას, ალაბამას სენატორს, ჯეფ სეშენსს, 52 ხმით 47-ის წინააღმდეგ, მხარი ოთხშაბათს დაუჭირა.
როგორც BBC წერს, ალაბამას სენატორის კანდიდატურა ტრამპის ყველაზე სადავო კანდიდატურებს შორის იყო. „დემოკრატებმა“ სეშენსის სამოქალაქო უფლებებზე არსებული ფაქტების წინააღმდეგ გაილაშქრეს.
„დემოკრატმა“ ელიზაბეტ უორენმა სეშენსის წინააღმდეგ რასიზმის განცხადებების გახსენების შემდეგ, დუმილი შეინარჩუნა. გენერალური პროკურორის კანდიდატურას კი მხოლოდ ერთმა „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯო მანჩინმა - დასავლეთ ვირჯინიიდან - მისცა ხმა.
სეშენსის გენერალური პროკურორის პოსტზე დამტკიცებას მისი „რესპუბლიკელი“ კოლეგები ტაშით შეხვდნენ. 70 წლის სეშენსი, იმავე ხნოვანების, როგორიცაა დონალდ ტრამპი, ახლა სათავეში უდგება იუსტიციის დეპარტამენტს და მის 113 000 თანამშრომელს.
კენჭისყრის შემდეგ სენატორებისადმი მიმართვაში სეშენსმა თქვა: „არ არსებობს იმაზე უფრო დიდი პატივი, ვიდრე წარმოადგენდე ალაბამას ხალხს მსოფლიოში უდიდეს სათათბირო ორგანოში... მე სრულად მესმის ამ თანამდებობის უდიდესი პასუხისმგებლობა“.
მაგრამ მან დაამატა, რომ „უარყოფითი დამოკიდებულების გამომხატველი ადამიანები, რომლებიც არ გვეთანხმებიან ჩვენ, კარგი არ არის ჩვენი პოლიტიკისთვის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.