აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების კურსს და სათანადოდ აფასებს ქვეყნის სიმტკიცეს და საერთაშორისო ძალისხმევას - საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული განცხადება თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა გენერალმა მაიკლ ფლინმა გააკეთა.
პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველთან შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას გაიმართა.
მიხეილ ჯანელიძემ და მაიკლ ფლინმა განიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტის მრჩეველს საქართველოს მიმართ როგორც პერსონალური, ასევე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გამოხატული ინტერესისა და მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას, და წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გაწეულ დახმარებას.
გენერალმა ფლინმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, აღინიშნა რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია შეერთებული შტატებისთვის არამხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად, როდესაც საკითხი ეხება საერთაშირისო გამოწვევებსა და უსაფრთხოებას. გენერალმა ფლინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ სიმამაცისა და სიმტკიცისთვის, რასაც ქართველი სამხედროები იჩენენ სამშვიდობო მისიებში ავღანეთსა და ერაყში. ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საქართველო სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებს თვალსაზრისით და აქვს დიდი პოტენციალი რეგიონალურ ეკონომიკურ ჰაბად გადაიქცეს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ფლინს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმების პაკეტი, რაზეც ამერიკული მხრიდან აღინიშნა, რომ რეფორმების აღნიშნული გეგმა ემთხვევა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. თეთრი სახლის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან, სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, მათ შორის, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბობ კორკერთან, ასევე სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს ტედ ქოქრანთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.