თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა სტაბილურია
10-02-2017, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა სტაბილურია. როგორც Guardian.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დაშავებული სამხედროები მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადიან.

 

 

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ავტოავარია თერჯოლის მუნიციპალიტეტში, დასახლებულ პუნქტ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

 


მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანაქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე გადაჰყავდა სწავლებაში მონაწილეობის მიზნით, ხეს შეეჯახა, შედეგად, 6-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

 

 

Guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხადა, რომ შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

 

 

თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ კოლონა გადაადგილების წესების დაცვით, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა.

 

 

შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის უფროსი დავით კარიაული იმყოფებოდნენ.

 

 

მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები.

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მე-400 მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს საბრძოლო სპეციალური, ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპულუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება. გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი