პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.
განხილვას ესწრება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, რომლის თქმითაც, „სააგენტოს იდეა მშვენიერია, თუმცა, შემოთავაზებული მოდელით ჩვენ მივიღეთ გარკვეული კენტავრი".
„ერთი მხრივ, ჩანს, თითქოს პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება არის პრემიერთან, მაგრამ თუ ჩავხედავთ კონკრეტულ ფუნქციებს, პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო კონტროლს სააგენტოს მუშაობაზე ახორციელებს სუს-ის უფროსი. ამიტომ სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობა შემოთავაზებული იდეით უზრუნველყოფილი არ არის. ჩვენი შემოთავაზება არის, რომ დავიჭიროთ ე.წ. ორი კურდღელი - ერთი მხრივ, შევასრულოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ის, რომ თუ მართლაც დადგება საკითხი, რომ ეს სააგენტო არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ ფუნქციებს, ჩვენ ვიცოდეთ, სად არის ის ვერტიკალი, სადაც უნდა დავსვათ კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.