საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ უთხრა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციებზე უარი.
თალაკვაძის თქმით, მას აღნიშნული საკითხის თაობაზე არავინ დაკავშირებია.
„დღეს იქნება დებატები ამის შესახებ. მე არავინ დამკავშირებია. პრეზიდენტს ჩემთან თხოვნა არ ჰქონია შეხვედრის. ბუნებრივია, არ არსებობს ასეთი ფორმატიც, უმრავლესობის წევრი შეხვდეს პრეზიდენტს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, პრეზიდენტი არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე უმრავლესობის ლიდერი. მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს უნდა შევხვდე და ვესაუბრო ამაზე. დღეს თქვენგან მოვისმინე, რომ ღამით დაურეკეს ფრაქციებს და ფრაქციებმა უარი უთხრეს პრეზიდენტს. ასეთი კომუნიკაციის ფორმა გაუგებარია ჩემთვის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ე.წ. მოსმების კანონთან დაკავშირებით უმრავლესობამ კონსულტაციებზე უარი თქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.