მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სკოლა ძველი კოლმეურნეობის შენობის ბაზაზე შენდება. ამ ეტაპზე, სადემონტაჟო სამუშაოები, კედლებისა და ტიხრების მშენებლობა, ფანჯრებისა და ვიტრაჟების მონტაჟი, ელექტროობის, ვენტილაციისა და გათბობის სამუშაოები ხორციელდება.
სამუშაოები, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს, გასული წლის ნოემბერში დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.
ინფრასტრუქტურული ღონისძიებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელოს რეგიონში, ლევან შონიამ მოინახულეს
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.