ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილს ვუგზავნით სიგნალს, რომ ხელი აიღოს „რუსთავი 2”-ის სახლში წაღებისგან
10-02-2017, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღევანდელი აქცია იყო სიგნალი ბიძინა ივანიშვილისადმი, რომ „რუსთავი2"-ის სახლში წაღებაზე ხელი აიღოს".

 

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების ქმედებები თავისუფალი აზრისა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ემსახურება.

 


რუსთავი 2” არის ხალხის ტელევიზია. ხელისუფლება მოქმედებს, რომ თავისუფალი აზრი და სიტყვა ჩაახშოს. „რუსთავი 2” ეკუთვნის საზოგადოებას. როდესაც არის სიტყვის თავისუფლევის ჩახშობის მცდელობა, საზოგადოება იწყებს მოქმედებას მშვიდობიანი პროტესტით ამ მანკიერი პრაქტიკის მიმართ. დღევანდელი დღე არის გაფრთხილება ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილს ვუგზავნით სიგნალს, რომ ხელი აიღოს ”რუსთავი 2”-ის სახლში წაღებისგან”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია გამართა. აქცია-მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან დაიწყო, მოგვიანებით კი, მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლეს.

 


აქციას, რომელშიც საკოორდინაციო საბჭოს წევრებიც მონაწილეობდნენ, რუსთავი 2"-ის წარმომადგენლები შეურთდნენ.

 

 

ნიკა მელიას განცხადებით, მსვლელობის დასრულების შემდეგ, შეიკრიბებიან და მომავალი კვირის სამოქმედო გეგმას განსაზღვრავენ.

 

 

ამ დროისთვის აქცია უზენაეს სასამართლოსთან დასრულებულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი