საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ნიკოლოზ ჯანჯღავამ აშშ-ის მრჩეველთა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის ჯგუფის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის ჯგუფის ვიზიტის მიზანი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გრძელვადიან პერსპექტივაში ინსიტუტუციური განვითარების მხარდაჭერას წარმოადგენდა.

„ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან, მოხდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესების ანალიზი და შეფასება. გარდა ამისა, დაისახა სამომავლო გეგმები, რომელთა წარმატებით განხოციელების მხარდაჭერაზე ამერიკულმა მხარემ მზაობა გამოხატა.
შემაჯამებელ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ადამიანური რესურსების, ლოგისტიკის პოლიტიკის, რესურსების მართვის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს და ასევე მათ შესაბამისობას შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოთხოვნებთან“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.