ვასილ მაღლაფერიძე: თუ 2019 წელს მიზანი მიღწეული იქნება და „საზოგადოებრივი მაუწყებელი" შეძლებს პოლიტიკური მოთამაშე გახდეს, მე გადავდგები და ვიქნები ამაყი, თუ ვერ შესრულდა, მაინც გადავდგები
10-02-2017, 09:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 2019 წელს მაუწყებელი შეძლებს, რომ მედიაბაზარზე სერიოზული მოთამაშე გახდეს.

 

 

მისი ვარაუდით, ამ დროისთვის არხის რეიტინგი 15% ან უფრო მეტი უნდა იყოს.

 


კითხვაზე, თუ როგორ მოიქცევა თუ 2019 წლის ბოლოს 15%-იანი რეიტინგი არ ექნება არხს, მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ორივე შემთხვევაში - იქნება თუ არა 15%-იანი რეიტინგი, გადადგება.

 

 

თუ 2019 წელს მიზანი მიღწეული იქნება და „საზოგადოებრივი მაუწყებელი" შეძლებს პოლიტიკური მოთამაშე გახდეს, მე გადავდგები და ვიქნები ამაყი. თუ ვერ შესრულდა, მაინც გადავდგები. როდესაც ეს შესრულდება, მე ვიტყვი, აი, აწყობილია ტელევიზია, პოლიტიკური, შემეცნებითი თუ საგანმანათლებლო კუთხით და ჩავთვლი, რომ ჩემი საქმე გაკეთებულია. ეს იქნება ჩემი პასუხისმგებლობა, სხვა პასუხისმგებლობა არ ვიცი. BBC-ზე თუ ჩამოიწევს რეიტინგი, მოხსნიან დირექტორს. არ არსებობს ევროპის ქვეყანა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს" 2%-ზე დაბალ რეიტინგს მოუთმენდა და ამაზე იბაასებდა ამდენ ხანს. ნამდვილად არ მოითმენდნენ გადასახადის გადამხდელები", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

 


ვასილ მაღლაფერიძე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი