ფილიპინებზე, კუნძულ მინდანაოზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ქალაქ სურიგაოდან 13 კილომეტრით დაცილებულ ადგილას 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ადრინდელი ცნობების მიხედვით ნგრევის ნიშნები არ ჩანს, თუმცა შიშობენ, რომ ადამიანებს დაზიანებები ექნებათ მიღებული.
შეერთებული შტატების საოკეანო და ატმოსფერული ადმინისტრაციის წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელმა ცენტრმა მის ვებგვერდზე განაცხადა, რომ მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
ფილიპინებზე მიწისძვრა ერთი კვირის წინათაც მოხდა. მისმა სიმძლავრემ 7.7 მაგნიტუდა შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.