საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ფარული მიყურადების განხორციელებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი შეიქმნა იმიტომ, რომ სუს-ს ხელმძღვანელობს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი.
„თქვენ გვთავაზობთ ახლა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სსიპ-ის ხელმძღვანელს შეარჩევს სუს-ის უფროსი, მოადგილეს დანიშნავს სუს-ის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე სუს-ის უფროსია, წარადგენს სუს-ის უფროსი, ეს სსიპ-ი არის სუს-ში და თან გვეუბნებით, რომ ეს არის დამოუკიდებელი უწყება. დასკვნა გამოიტანოს ობიექტურმა დამკვირვებელმა, ეს დამოუკიდებელი უწყებაა?! ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება?! თქვენ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებით. ეწინააღმდეგებით კონსტიტუციას, როცა ამას აკეთებთ და თან გვიმტკიცებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა. რა მნიშვნელობა აქვს თქვენ რას ფიქრობთ საკონსტიტუციო სასამართლოზე?! რა მნიშვნელობა აქვს ამ შეფასებებს, როდესაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თქვენი კანონპროექტი უკვე არაკონსტიტუციურია.... ჩვენ ახლა ვქმნით რაღაც მონსტრს, რომელშიც თავს მოიყრის მთელი ეს ინფორმაცია და ვინც ეს უნდა გააკონტროლოს, იმათ უპირობო ნდობა აქვთ გამოცხადებული ამ უწყების სამომავლო ხელმძღვანელისადმი, იმიტომ, რომ მას ვახტანგ გომელაური, ”ნდობით აღჭურვილი კაცი” დანიშნავს. თქვენ რომ ენდობით, ის კი არაა მთავარი, ბიძინა ივანიშვილი რომ ენდობა, იმიტომაა სუს-ის უფროსი და ეს კანონპროექტიც იმიტომაა დაწერილი ასე”, - განაცხადა კახიძემ.
ფარული მიყურადების განხორციელებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანოონმდებლო პაკეტის განხილვა დღეს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოხდა, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდა. შემდეგ კი, პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და ხმათა უმრავლესობით, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია მისი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.