საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება და აცხადებს, ის რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აქციებზე ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა საქართველოში აღარ განმეორდება.
მისივე თქმით, დღევანდელ და ყოფილ ხელისუფლებას შორის განსხვავებას, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ იგრძნობს.
„მთავარი განსხვავება რასაც კიდევ ერთხელ იგრძნობს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის, რომ, მათ რუსთაველის გამზირზე გამოსვლის დროს, არ დახვდებათ, ხელკეტებით და ტყვიებით შეიარაღებული პოლიციელები. არც ხელისუფლება, რომელიც მათ დაუშენს იარაღს ან გამოიყენებს ძალას. განსხვავებით მათი ხელისუფლებისგან. ასეთი რამ არასოდეს აღარ განმეორედება, რასაც ისინი სჩადიოდნენ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.