მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციაზე, რომელიც „აუდიტორია 115"-ის მიერ იყო ორგანიზებული, „რუსთავის აზოტის" ყოფილი თანამშრომლები, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროფკავშირებისა და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეები შრომითი უფლებების დაცვას მოითხოვდნენ. ისინი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას რეფორმების დროულად გატარებისკენ მოუწოდებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციების გამართვას პერმანენტულად გეგმავენ.
თავდაპირველად, აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ შენობასთან იყვნენ შეკრებილი, მოგვიანებით კი, მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.