შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისას, საქართველოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
10-02-2017, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირე არამხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად - აღინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში ჯანელიძის ვიზიტისას გაიმართა.

 

 

შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საქართველომ ბოლო წლებში გაატარა წარმატებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და იგი წარმოადგენს მაგალითს მთელს რეგიონში, საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი განავითაროს ეკონომიკა, იქცეს რეგიონულ ჰაბად და მოიზიდოს ინვესტიციები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

 

 

რექს ტილერსონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისა და იმ სიმამაცისთვის, რასაც ქართველი სამხედროები იჩენენ საერთაშორისო მისიებში.

 

 

სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს განვითარების გზა და რეფორმების ის მიმართულებები, რაც საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა კარგი მმართველობის, განათლების სისტემის და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, საქართველოს განვითარება არის გზა მშვიდობისა და სტაბილურობისკენ.

 


შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვაშინგტონის მზაობა საქართველოს გვერდით იდგეს მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს და ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში შეერთებული შტატების როლს და მის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

 

 

როგორც მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო არა მხოლოდ ამერიკის მტკიცე პარტნიორია, არამედ იზიარებს დასავლური სამყაროს საერთო ფასეულობებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, თავისუფლებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბოლო ოთხი წლის განმალობაში. სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს განვითარების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები.



მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე განაგრძონ აქტიური დიალოგი და ხელი შეუწყონ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებას. მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივანი საქართველოში მიიწვია. რექს ტირელსონმა გამოხატა დაინტერესება შესაძლებლობების ფარგლებში ეწვიოს საქართველოს", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი