დავით ბაქრაძე: დღეს ჩვენი შეეშინდა ხელისუფლებას
21-03-2015, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


"თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეები პოლიციელებს ტაშით მიესალმნენ. სამართალდამცავების მიმართ პატივისცემა მომიტინგეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის მოწოდებით დააფიქსირეს, რომელმაც პოლიციელთა გაძლიერებული მობილიზაცია ხელისუფლების მათდამი შიშს დაუკავშირა.


"დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ რაოდენობის პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ დღეს ჩვენი შეეშინდა ხელისუფლებას. გილოცავთ ყველას, მეგობრებო. სამაგიეროდ, ჩვენ არ შეგვშინებია და არასდროს შეგვეშინდება ჩვენი პოლიციის. დღეს ძალიან ბევრი პოლიციელი დგას აქ, ჩვენ გარშემო. მინდა, მივესალმო იმ პოლიციას, რომელიც ჩვენ შევქმენით და ვუთხრა, რომ განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომელმაც პოლიციას ეკა ყუშიტაშვილები დაასვა თავზე და სპეცრაზმელები გლდანის ციხეში გაუშვა, ჩვენ მას პატივს ვცემთ, გვიყვარს, რადგან ეს არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ამიტომ მოდით, ყველამ ერთად მივესალმოთ და ტაში დავუკრათ ჩვენს პოლიციელებს. თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს პოლიციის და სპეცრაზმის, ჩვენ - არა. ამიტომ გილოცავთ – დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეეშინდა და დღეს გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც პოლიციასთან ერთად დგას ქუჩაში", - მიმართა დავით ბაქრაძემ აქციის მონაწილეებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი